უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპარლამენტში ემოციური სიტყვით გამოსვლის დროს, ევროკავშირის წევრებს მიმართა და თქვა, რომ მათ გარეშე, უკრაინა მარტოხელაა:
"ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვყავს ძალიან მოტივირებული ხალხი, ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის და ახლა უკვე გადარჩენისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანაბარი წევრები.
ჩვენთან ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, თქვენს გარეშე უკრაინა მარტოხელაა. ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს ძალას. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაამტკიცეთ, რომ ევროპელები ხართ, მაშინ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს და სინათლე დაამარცხებს სიბნელეს. დიდება უკრაინას,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.