ჩვენ, ალბათ შევთანხმდებით, რომ ქვეყანაში არასდროს გვქონია კარგი იდეების დეფიციტი ან კარგი იდეების პრობლემა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია საქართველოსთვის პრეზენტაციისას განაცხადა.
"შეიძლება ვთქვათ, რომ არ არსებობს დაპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ გაცემულა. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურის დონეზე მიუთითებს. მაშინ როდესაც ქვეყანაში აშკარად არის სიმართლის პრობლემა, მაშინაც როცა მწარე სიმართლეს გვიწევს გავუსწოროთ თვალი, მაშინ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ კლასზე, რომლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს ბევრად უფრო მაღალი. რაც მთავარია, ჩვენთან არის უზარმაზარი დეფიციტი გაცემულ დაპირებებზე პასუხისმგებლობის", - განაცხადა გახარიამ.