global distribution
გარე ავეჯი
უკრაინის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ ის კიევშია, სამუშაო ადგილზე იმყოფება.
 
გვიან ღამით, პრეზიდენტის ოფიციალურ "ინსტაგრამზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ჩანს რომ მასთან ერთად იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც.
 
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე გავიქეცი უკრაინიდან, კიევიდან, ოფისიდან. როგორც ხედავთ, მე ვიმყოფები აქ ადგილზე, ანდრეი ბორისოვიჩი აქ არის. არავინ არსად არ გაქცეულა. ჩვენ ვმუშაობთ, სირბილი გვიყვარს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის," - ამბობს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკი.
 
790