რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარების გადაწყვეტილებას თეთრი სახლი ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.
"ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.
ჩვენ უზრუნველვყოფთ სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც განსაზღვრავს უკრაინის ამ რაიონებში ოპერირებას. სახელმწიფო დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.
ჩვენ, ასევე, მალე გამოვაცხადებთ დამატებით ზომებს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. გასაგებად რომ ვთქვათ: ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში.
ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, შემდეგი ნაბიჯების შესახებ და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ესკალაციის შესახებ.- თეთრი სახლის განცხადება," - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.