ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ამავე ეპარქიის 6 სასულიერო პირი განკვეთა. ამის შესახებ, მან მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა განმარტა, აღნიშნული სასულიერო პირები არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მეუფის თქმით, ისინი ეკლესიაზე თავდასხმას განაგრძობენ. ბრძანების მიხედვით, განკვეთილ სასულიერო პირებს ეკრძალებათ, როგორც სამონაზნო სამოსის, ასევე ატრიბუტიკის ტარება და ეკლესიის ქონების სარგებლობა.
"ბრძანება ნომერი 11, 11 სექტემბერი 2021 წელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა: ბერ დიაკინმა პეტრე ( ღუდუშაური) ბერ-მონაზონმა ათინოგენემ( მდივანი), მონაზინმა დანიელმა( გვილავა) მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ ( სხულუხია) მონაზინმა დავითმა (გვილავილაიამ) მონაზონმა ბასილმა ( გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა ( წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს. მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ხელს უშლიან მათ ეკლესიურ ცხოვრებაში და მოითხოვენ მათგან მხარდაჭერას. ეს პირები კანონიკურად დადგენილი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე დაუფლებულნი არიან საეკლესიო ქონებას და უნებართვოდ ახორციელებენ სამეუნეო და კომერციულ საქმიანობას. ყოველივე ამის გამო მათ არაერთგზის მიეთითათ, რომ ეს მათი ქმედებები ცდება ყოველგვარ კანონიკურ ჩარჩოებს და მოეთხოვათ უკანინო ქმედებების შეწყვეტა და თავიანთი საქციელის მონანიება, თუმცა პასუხად მხოლოდ უტიფარი განცხადებები ისმის. ამ უკვეთურ ქმედებათა ბოლო ზღვარი იყო წინასწარ მომზადებული თავდასხმა ჭყონდიდის მიტროპოლიტზე, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლის ტერიტორიაზე. ჯერ დებოში მოაწყვეს სკოლის ეზოში და ხელით შეეხნენ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს და მის თანხმლსბ პირებს.შემდეგ კი შეიჭრნენ სკოლის სამასწავლებლოში და განაგრძეს სკოლის რექტორის, სკოლის პედაგოგების შეურაცხყოფა. ზემოთაღნიშნული ქმედებებით ისინი უხეშად არღვევენ მოციქულთა კრების მთელ რიგ კანონებს. ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო წესრიგის აღსადგენად ვბრძანებ სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე შემდეგი პირები: ნასყიდა ღუდუშაური- ყოფილი ბერდუაკონი პეტრე, მიხეილ მდივანი- ყოფილი ბერმონაზონი ათინოგენი, ტარიელ გვილავა - ყოფილი მონაზონი დანიელი, თამაზ სხულუხია -ყოფილი მონაზონი ამბროსი, ბაჩუკი ხელაია -ყოფილი მონაზონი დავითი, ავთანდილ გვილავა -ყოფილი მონაზონი ბასილი, მარკოზ წულაია -ყოფილი მონაზონი მარკოზი, აეკრძალოთ მათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, აგრეთვე სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათთან და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიაში მონასტრებსა და საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა. საეკლესიო მიწების გამოყენება. მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს ეკლესიას ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდისა და წესრიგის აღდგენაში. კანონი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე",- განაცხადა მეუფე სტეფანემ.