ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ - ამის შესახებ BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ქვეყნის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთის თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავები არიან.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში საჰაერო განგაში სიგნალების ხმა ისმის.
პეკინმა გააფრთხილა, რომ უპასუხებს ნენსი პელოსის ნებისმიერ პოტენციურ ვიზიტს. არსებული ინფორმაციით, პელოსის თვითმფრინავი ტაივანში უკვე დაეშვა. ის იქნება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, ვინც კუნძულს ეწვია ბოლო 25 წლის განმავლობაში.