თუ იაფ სტამბოლი
ავერსი შნაიდერი

ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური ინჟინერიის ოფისზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, თბილისის დროით 06:24 საათზე, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩაცვივდა. 

 
21-ტონიანი რაკეტა ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო. T-ის ფორმის სადგური რამდენიმე მოდულისგან იქნება აწყობილი. ორბიტაზე მოდულის გატანის შემდეგ, რაკეტის გამწევმა დედამიწის გარშემო უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა ტრაექტორიით, რომელიც გარდაუვალს ხდიდა ატმოსფეროში მის შემოსვლას . 
რამდენიმე დრის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და არავინ იცოდა, კონკრეტულად რა ადგილას შემოვიდაოდა რაკეტა ატმოსფეროში და სად ჩამოცვივდებოდა ნარჩენები. 
1129