29 აპრილს რაკეტა Long march 5B ჩინური კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი მოდული, Tianhe კოსმოსში გაიტანა. ჩინეთს სურს, რომ მისი კოსმოსური სადგური 2022 წელს სრული დატვირთვით ამუშავდეს. საუბედუროდ, რაკეტა, რომელმაც მოდული დაბალ ორბიტაზე გაიტანა, დედამიწისკენ უკონტროლოდ ეშვება. იტალიური მედიის ინფორმაციით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკონტროლო დაშვება.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, რაკეტა დედამიწაზე კერძოდ იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 9 მაისს დილის 2:24 დაეშვება. იტალიის 9 რეგიონებიდან რისკის ქვეშ აღმოჩნდა ,, უმბრია, ლაციო, აბრუცო, მოლისე, კამპანია, ბაზილიკატა, პულია, კალაბრია, სიცილია და სარდენია. სამოქალაქო დაცვის ოპერატიული სამსახური და დეპარტამენტის უფროსი ფაბრიციო კურჩიო მოსახლეობას ურჩევს სახლში დარჩენას და თავის არიდებას ღია ადგილებში ყოფნისგან,ნაკლებად სავარაუდოა,რაკეტის ფრაგმენტებმა გამოიწვიოს შენობების დაზიანება".
რაკეტა დედამიწას წრეს ყოველ 90 წუთში არტყამს. მისი სიჩქარე დაახლოებით 27 600 კილომეტრ საათია, ხოლო მას დედამიწამდე 300 კილომეტრი სიმაღლე აშორებს.