ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, მან თქვა, რომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია „კონცენტრირებული უნდა იყოს რეალური ბრძოლისთვის მზადებაზე“.
ირკვევა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ასეთი ინსტრუქცია პეკინში გამართული, ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების სემინარის მონაწილეებს გაუგზავნა.
მისივე თქმით, არმიის რეფორმის მიზნების მისაღწევად გეგმა მკაცრად უნდა დაიცვან.
მედია წერს, რომ ეს ბრძანება მან ტაივანის ირგვლივ ვითარების გამწვავების ფონზე გამოსცა.