global distribution
გარე ავეჯი
“ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა.
 
კრიტიკის მიზეზი საპენსიო სესხებთან დაკავშირებული საკითხი გახდა. „სტრატეგია აღმაშენებელს“ დარეგისტრირებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს უფლება ექნება, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება.
 
“ჭიჭე (პატარა – მეგრ.) ვაშაძე, ჯუნიორი (უმცროსი – ინგ.)… რა დავარქვა… ჩიჩიე ვაშაძე (უვარგისი, უსუსური - მეგრ.)… იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად, ითხოვს ტიპი, ითხოვს, ითხოვს, მეტი არაფერი… პენისონერების თემაზე გუშინ 5 ქალბატონი მოიყვანა, ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა. მადლობა სიმართლისთვის, ამ პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა კახა კალაძეს ეცა”, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
 
ცნობისთვის, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის ინიციატივა ჰქონდა პარტია “მოქალაქეებს”, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი უმრავლესობისა და “მოქალაქეების” მონაწილეობით.  პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ,“სტრატეგია აღმაშენებელს” მიუთითა, რომ კანონპროექტის რეგისტრაციამდე კონსულტაციები “მოქალაქეებთან” გაევლოთ, რაც გიორგი ვაშაძემ არ გაითვალისწინა.
 
1272