უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელინსკი ქიმიური იარაღის შესახებ ვიდეომიმარვაში საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის მიწაზე არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი არ შექმნილა.
"მე ვარ ადეკვატური ქვეყნისა და ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი, ორი შვილის მამა. ჩემს მიწაზე არანაირი ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ შემუშავებულა. ეს მთელმა მსოფლიომ იცის და თუ რუსეთი რაიმე მსგავსს გააკეთებს ჩვენს წინააღმდეგ, ის მიიღებს ყველაზე მკაცრ სანქციებს."– განაცხადა ზელენსკიმ.