საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მხარდამჭერებს მადლობას უხდის, ამხნევებს და 30 ოქტომბერის არჩევნებში აქტიურობისკენ მოიწოდებს. ამის შესახებ ტეკსტი მისივე ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული.
"ჩემო საყვარელო სამეგრელო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი სიმამაცით, სიტყვებით მიჭირს გადმოვცე... როდესაც თქვენ შემართებას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ძალას მმატებს...
ჩემო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა დიდი სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და სოლიდარობისთვის...
მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და როდესაც, დღეს, ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი - მინდა მალე ყველას პირადად გადაგიხადოთ მადლობა.
აუცილებელია 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები.
გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას."- წერს სააკაშვილი.