jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ჩემი ინტერესებია, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ევროკავშირსა და ნატო-ს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თუ რაიმე ხელშესახები შედეგია ამ მიმართულებით საქართველოში, ეს არის არსებული მთავრობისა და პოლიტიკური ძალის დამსახურება.

„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის დამსახურებაა, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, წარმოდგენაც არ შეგვეძლო ათი წლის წინ, ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით მიდიოდა და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია – ევროკავშირი და ნატო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

391