ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისაკენ და აღნიშნა, რომ ქვეყანა დამატებით მილიონ დოზა Sinopharm-ისა და 2 მილიონ დოზა Pfizer-ის შემოტანაზე მუშაობს.
"მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენ ლოკალური შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, დავამშვიდოთ და ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ტენდენციას, რომელიც გამოიკვეთა და ნიშნები უკვე ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს
ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიტუაცია იყოს მართული და ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ვაქცინები შემოგვეტანა. 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა "ფაიზერი", დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა "სინოვაკი" და ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა "სინოფარმის" და 2 მილიონი დოზა "ფაიზერის" შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისაკენ," - განაცხადა პრემიერმა.