
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლა იყო. მოკლულია მამაკაცი. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც, არსებული ინფორმაცით, მისი თანმხლები პირია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს.
ასევე, ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთ კაფეს მოხვდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.