პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, 24 ადამიანი არის დაღუპული, ცხრას ისევ ვეძებთ, დაკარგულად ითვლებიან, სამაშველო სამსახური ჩართულია პირველივე საათებიდან, ასევე ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო მალევე ბატონი პრემიერის დავალებით, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში განაცხადა.
ჩამოშლილი მიწის მასის თითქმის 60% უკვე შემოწმებულია - გომელაური
218
|