სინოვაკის ეფექტურობა შესაძლოა, 20% იყოს კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
"გახსოვთ, ამას როდის ვამბობდი, რომ ჩინური ვაქცინები მხოლოდ 20-25%-ითაა ეფექტური?! ეს არის პირველი (მალე მეტი იქნება) საჯარო ინფორმაცია სინოვაკის დაბალეფექტურობის შესახებ, რაზედაც ბოლო 6 თვე საჯაროდ ვსაუბრობ. ბავშობაში დედაჩემი მეუბნებოდა, “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”. ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში "არ მოსულა", მაგრამ გამოსავალი არსებობს, თუ ამის სურვილი არის! ეს არ არის არავის შეცდომა, ეს არის ამ ვერაგი ვირუსის მუტაციის ბრალი და საქართველოში ზოგ-ზოგიერთები თავის თავზე რატომ იღებენ ყველაფერს?!", - წერს გიორგი ფხაკაძე.
მისივე თქმით, ბუსტერის (ძლიერი/მაღალეფექტური ვაქცინების - ფაიზერი ან მოდერნა, 1 დოზა) აუცილებლობა უკვე დადგა, ეს არის რეალობა. ნახეთ ბაჰრეინის გადაწყვეტილება. (https://www.wsj.com/.../bahrain-facing-a-covid-surge...)
"ფაიზერი არ არის “მერსედესი”, ფაიზერი არის დღეისდღეობით საუკეთესო ვაქცინა და, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვთქვათ. დავუშვათ ფაიზერის ან მოდერნას ბუსტერი საქართველოში, არ დაგავიწყდეთ - სამედიცინო პირბადე 2 წლიდან ყველას, ყველგან და ყოველთვის", - ამბობს გიორგი ფხაკაძე.