ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ არის შემცირებული, 75% ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის შემდეგ ეს არის 30-დან 50%-მდ, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა პოლიტმეტრის ეთერში განაცხადა.
"სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს ასაკით, ქრონიკული დაავადებებით და ა.შ. 90 დღის განმავლობაში არის და შემდგომ 5%-ით მცირდება", - განაცხაა ბიძინა კულუმბეგოვმა.