ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით გამოკითხვას ატარებს.
სამსახური (SARAS) იწყებს შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, რის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით გამართავს ღონისძიებებს თემაზე:„ანგარიშგების წარდგენის პროცესი და ბუღალტრების/საბუღალტრო ფირმების რეესტრებში რეგისტრაცია“.
შეხვედრების მთავარი მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, მათთვის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივება და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იქნება.
გამოკითხვაში ჩართულობა სამსახურს, საქართველოს მასშტაბით ღონისძიების ადგილმდებარეობების განსაზღვრაში დაეხმარება.
გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს