ცნობილია იმ ფინანსური სანქციების ჩამონათვალი, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს უწესებს. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ანალოგიური სანქციები დაუწესდება ბელორუსსაც, უკრაინაზე თავდასმაში მონაწილეობისთვის.
სასანქციო ღონისძიებების ფარგლებში ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და ისინი გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს VTB ბანკის დაუყოვნებლივ გაყინვასაც.
გთავაზობთ დანარჩენი სანქციების ჩამონათვალს სრულად:
კანონმდებლობა აუკრძალავს ძირითად რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს ფინანსების მოზიდვას ან ფულის სესხებას ბრიტანულ ბაზარზე.
აქტივების გაყინვა შეეხება 100 ახალ ინდივიდსა თუ სუბიექტს.
ავიაკომპანია „აეროფლოტს“ უკრაინის ტერიტორიაზე დაჯდომა აეკრძალება.
შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რაც დაფარავს ისეთ პროდუქციებს, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
დიდი ბრიტანეთი რამდენიმე დღეში შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს.
ლიმიტი დაწესდება დეპოზიტებზე, რომლის განთავსებაც რუსებს ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ.
ამასთანავე პრემიერი ჯონსონი განმარტავს, რომ მას აქვს სურვილი იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ მისი თქმით, ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება.