Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1576 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 329 407 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 584 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 307 918-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 29 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 426 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -3,56%, ბოლო 14 დღის - 5,11%, ბოლო 7 დღის - 4,05%.
სულ აცრილია -85 286, დღიურად აცრილია - 3013 პირი.